ხვალ, 7 დეკემბერს, აფხაზ სეპარატისტთა დელეგაცია ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. დღეს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩიკირბა ერთმანეთს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"შეხვედრა სხვადასხვა საკითხს, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში აფხაზური დელეგაციის მონაწილეობას ეძღვნებოდა", _ იუწყება აფხაზური მხარე.
შეგახსენებთ, რომ ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი 22-ე რაუნდი 11-12 დეკემბერს გაიმართება.