საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს მუქარის ზარებთან დაკავშირებით უწყებისთვის არ მიუმართავს.
როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, პრესაში გამოქვეყნებულ მისი წერილის გაცნობას კი უწყება დღეიდან დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ სტუდია "რეპორტიორის" ხელმძღვანელი, ვახტანგ კომახიძე შვეიცარიას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. აღნიშნულის მიზეზად ჟენევაში მყოფი ჟურნალისტი მის და ოჯახის წევრთა მიმართ მუქარებს ასახელებს.