ინციდენტების პრევენციისა და მათრე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა სოფელ ერგნეთში 18 დეკემბერს გაიმართება. ჯერ ჯერობით, ქართული მხარე ვერ აკონკტერეტებს საკითხთა ჩამონათვალს, რომლებსაც აღნიშნულ შეხვედრაზე დააყენებს. საქართველოს შს სამინისტროში სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, რომ ამ დროისათვის ამ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს და ისინი განხილვის სტადიაში იმყოფება.
"ეს საკითხები ჯერ განხილვის სტადიაშია და მათთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციას გავდივართ", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი.
უკვე ცნობილია, რომ ოსური მხარე აღნიშნულ შეხვედრაზე რამდენიმე დღის წინ ფრონეს ხეობაში მომხდარი ინციდენტის შესახებ საკითხის დაყენებას აპირებს.