ოსური მხარე ქართულველ მესაზღვრეებს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ოსური მხარე ქართველი პოლიციელების მიერ, ფრონეს ხეობიდან ოსი ე.წ. მესაზღვრეების მიმართულებით გახსნილი ცეცხლის საკითხს დააყენებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ე.წ. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოს სეპარატისტთა ლიდერის, რწმუნებულის ხოხ გაგლოითის თქმით, ოსური მხარის მიერ ყურადღების მიღმა არ დარჩება ინციდენტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა. საუბარია, ზნაურის რაიონის სოფელ წნელისთან ქართული მხრიდან ოსი "მესაზღვრეების მიმართულებით" ცეცხლი გაიხსნაზე.
"ცეცხლი 50 წუთის განმავლობაში არ შემწყდარა. მსხვერპლი არ არის", - აცხადებს გაგლოითი.
მისივე თქმით, აღნიშნულ ინციდენტის შესწავლა ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სამართალდამცავი ორგანოების" მხრიდან გრძელდება.