ჟურნალმა "ფორბსმა" მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში მოხვდნენ პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ფილანტროპები, ტოპმენეჯერები. ზედიზედ მეორედ რეიტინგის სათავეში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აღმოჩნდა. მეორე ადგილზეა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, მესამეზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
რეიტინგის პირველ ათეულში პოლიტიკოსების გარდა ბიზნესმენი ბილ გეიტსი, ეკონომიკის სფეროს წარმომადგენელი - ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე მარიო დრაგი და რომის პაპი ბენედიქტ XVI მოხვდნენ.
მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების ათეული კი ასე გამოიყურება: ბარაკ ობამა, ანგელა მერკელი, ვლადიმერ პუტინი, ბილ გეიტსი, რომის პაპი ბენედიქტ XVI, აბდალა იბნ აბდელ აზიზ ალ საუდი (საუდის არაბეთის მეფე), მარიო დრაგი, (ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე), სი ძინპინი (ჩინეთის კომპარტიის გენერალური მდივანი), დევიდ კამერონი (დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი).
ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, ვინც რეიტინში მოხვდა მათ შორის, Facebook -ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგია (29-ე ადგილი). ნიუ იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი კი რეინტინგში 16-ე ადგილზეა.
"ყველაზე გავლენიანი ადამიანების ნებისმიერი რეიტინგი სუბიექტურია და ჩვენ არ ვაცხადებთ, რომ ჩვენი რეიტინგი არის ამომწურავი და საბოლოო", - აცხადებს ფორბსი.