თვიდან თვემდე ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მცირდება, - ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
მან გამოთქვა მზადყოფნა მსხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით სახელისუფლებო გუნდს საკუთარი მოსაზრებები გაუზიაროს.
"პირად მეც მაქვს ძალიან ბევრი მოსაზრება და თუ თქვენი მხრიდან ინტერესი იქნება, დიდი სიამოვნებით შემიძლია გაგიზიაროთ - ეხება ეს ეკონომიკას, თუ დასაქმებას. მოდით, ასე ვითანამშრომოთ და ნუ ვიქმებით უაზრო პოლიტიკური დევნის ტაშის დამკვრელები", - განაცხადა ვაშაძემ.