,,რუსეთი უფრო ,,გაწვალების" რეჟიმზეა გადასული", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ სერეგი ლავროვის განცხადების კომენტირებისას.
"რუსეთი არ შიფრავს თვითონ რას გულისხმობს კონკრეტულ ნაბიჯებში. Mმგონია რუსეთი უფრო ,,გაწვალების" რეჟიმზეა გადასული, რაც შენიღბული უარია", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ სერეგი ლავროვის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საუბარი არაა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე.
"ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი არ არის. დღევანდელი დღისთვის მთავარი მიზანია რუსეთ-საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში კავშირების აღდგენა", - განაცხადა საყვარელიძემ, რომელიც რატომ არ უნდა აწყობს რუსეთს ამ ეტაპზე საქართველოსთან ურთიერობა საყვარელიძე რამდენიმე მიზეზს განმარტავს.
"რატომ არ უნდა აწყობდეს რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობა შეიძლება რამდენიმე მიზეზთან იყოს დაკავშირებული. დავუშვათ რუსეთ-ამერიკის, ან რუსეთ-ევროპის ურთიერთობასთან. Aამ ურთიერთობებში ქართული მხარეც მონაწილეობს რის გამოც შეიძლება ჩვენი ქვეყანა სხვა თემებში ჩართული აღმოჩნდეს და დაპირისპირების მსხვერპლი გახდეს, ან შესაძლოა ამ ურთიერთობების სინქრონიზაციით ჩვენ პრობლემებსაც ეშველოს" _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვი თბილისისგან რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგების შესახებ კონკრეტულ წინადადებებს ელის. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
"ახალი ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს. ჩვენ ამის შესახებ მედიით გავიგეთ. გვინდა გვესმოდეს, თუ კონკრეტულად როგორ აპირებენ ისინი ამის გაკეთებას", _ აცხადებს სერგეი ლავროვი. ამასთან ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარის განცხადებები რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "ოკუპაციის" შესახებ ხელს არ უწყობს ურთიერთობების დალაგებას რუსეთსა და საქართველოს შორის.