ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამშენებლო ფირმის თანამშრომლებზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგადაც ფირმის თანამშრომლების ხელფასები ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს. განცხადება ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. შს მინისტრმა ახსარ ლავოევმა გაკეთა.
მისი ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში მოქმედი სამშენებლო ფირმის "ალანსტოი"-ს თანამშრომლებს ცხინვალისა და ახალგორის შემაერთებელ გზაზე ნიღბიანი შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და 830 ათასი რუსული რუბლის ოდენობით თანხა გაიტაცეს.
ოსური მედიის ინფორმაციით, ბოროტმოქმედები მიიმალნენ. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მესამე ამგვარი შემთხვევაა.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს სამმა შეიარაღებულმა დაუდგენელმა პირმა სამშბენებლო ფირმის "ალანი"-ს დირექტორი სოსლან კაჩმაზოვი გაიტაცა. მას ბოროტმოქმედებმა ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენეს და 250 ათასი რუბლის ოდენობით თანხა წაართვეს. ამის შემდეგ ბოროტმოქმედები მიიმალნენ.
12 ნოემბერს ცხინვალის რაიონის ერთ ერთ სოფელში ორი შეიარაღებული ნიღბიანი სამშნებლო ფირმის თანამშრმლებს დაესხა თავს და 85 ათასი რუსული რუბლი გაიტაცა.