საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუსეთის ხელისუფლებას რიტორიკის შეცვლისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან ირაკლი ალასანიამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.
"ვისურვებდი რუსეთი მართლაც თავისი რიტორიკით, თავისი ნაბიჯებით ბევრად უფრო შემხვედრი იყოს საქართველოს ახალი ხელისუფლების პოზიტიურ სიგნალებზე. კონკრეტულად პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც დაინიშნა, ეს არის ის სიგნალი, რომელზეც ნორმალური სახელმწიფო, ნორმალურ პასუხს უნდა იძლეოდეს", _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ, და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს ილუზია, რომ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობები უახალოეს მომავალში მოგვარდება.
,,ჩვენი ამოცანა არის ის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს პოზიტიური, საქართველო ყოველთვის იყოს სიმართლის მხარეზე და ყოველთვის მართალი. Eეს არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანაც", -განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ლავროვის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს, თუ საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.