საჭირო კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში საქართველო ნატოს წევრი გახდება, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მოხარული ვარ, რომ ახალმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ერთგულება ამ კურსისადმი და საქართველოში არის ფართო კონსენსუსი ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული განცხადებისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რა თქმა უნდა, საჭირო კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში", _ აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
.