ერევანი-თბილისის მიმართულებით ფრენები დღეიდან აღდგება. სომხურმა ავიაკომპანია "არმავიამ" ფრენების შესრულება 15 იანვარს საკუთარი სურვილით შეწყვიტა, რის მიზეზადაც მგზავრთა სიმცირე დაასახელა.
"არმავიას" ხელმძღვანელობამ საქართველოს ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას ფრენების აღდგენის თაობაზე ოფიციალური განაცხადი 2 თებერვალს გაუგზავნა, რაც ქართულმა მხარემ დააკმაყოფილა.
ერევანი-თბილისის მიმართულებით ფრენები დღეიდან, დღეში ორჯერ შესრულდება.