რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის შესაფერისი ადგილი შესაძლოა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები იყოს.
„ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს, რომლებიც მზად არიან დაგვეხმარონ ამ ტიპის ღონისძიების ორგანიზებაში. ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტია. ვფიქრობ, ჩვენ გადავწყვეტთ, მაგრამ ეს იქნება ერთ-ერთი შესაფერისი, საკმაოდ შესაფერისი ადგილი“, - განუცხადა მან კრემლში ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ორივე მხარემ მოლაპარაკებებისადმი ინტერესი გამოხატა და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო პირველი, ვინც ამაზე ისაუბრა.
პუტინმა დასძინა, რომ მას არაფერი აქვს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის საწინააღმდეგო. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ამისთვისაუცილებელია გარკვეული პირობების შექმნა.