პროკურატურაში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გამოიკვეთა, _ განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას თაკო სალაყაია არ დაუკითხავს. Pპროკურორის ინფორმაციით, იგი საქართველოში არ იმყოფება. ჟურნალისტებთან შეხვედრისას კბილაშვილს არ დაუკონკრეტებია სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გამოკვეთული ახალი გარემოებები.
,,გვაქვს ახალი გარემოებები, გვყავს ახალი მოწმეები. Mმიმდინარეობს შესწავლა და ყველა პირი რომელიც ამ სამქმესთანაა დაკავშირებული დაკითხული იქნება", -განაცხადა ჟურნალისტებთან არჩილ კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს მოკლეს.