პროკურატურა იგორ გიორგაძის საქმის შესწავლას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას მთავარმა პრკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ იგორ გიორგაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა თავის პოზიციას დააფიქსირებს.
"ჩვენ შევისწავლით იგორ გიორგაძისთვის წარდგენილ ბრალეულობას და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას რასაც საქმე მოითხოვს", _ განაცხადა არჩილ კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ დრომდე მთავარ პროკურატურაში იგორ გიორგაძის საქმის განხილვა არ მიმდინარეობდა.
"იგორ გიორგაძის საქმე პროკურატურაში პრიორიტეტი არ იყო რადგან მიმდინარეობდა სხვა საქმეების განხილვა ", _ განაცდა არჩილ კბილაშვილმა.