სამკურნალო პრეპარატები ცალობით, პოლიეთილენის პარკებში ჩაყრილი აღარ გაიყიდება. ჯანდაცვის სამინისტროში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, პარლამენტი არსებული კანონმდებლობის დახვეწაზე უკვე მუშაობს.
ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით, ეს გადაწყვეტილება ძალაში იყო შესული, თუმცა დღემდე კონტროლის მექანიზმი არ არსებობდა.
საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ კი თითოეული ფარმაცევტული კომპანია და აფთიაქი მიიღებს შეტყობინებას, რომ წამლების გაყიდვა უნდა მოხდეს კანონით გათვალისწინებული ჰიგიენური ნორმების დაცვით.
პრეპარატების შეძენისას ნებისმიერი სახის მეორადი შეფუთვა შესაბამისი ინფორმაციითა და შტამპით იქნება აღჭურვილი.