მხოლოდ დღეს რუსებმა უკრაინაში ექვს ენერგეტიკულ ობიექტზე მიიტანეს იერიში. ქვეყნის მასშტაბით 33 ადამიანი დაშავდა, სწორედ ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი თავისი სამხედრო მანქანისთვის შემოსავლების ზრდის შესაძლებლობას ხედავს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
"მადლობა ანტონიო კოშტას, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ახალი პაკეტის მიღებისთვის.
სულ უფრო ნათელი ხდება, რომ რუსეთი არ აპირებს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს და ჩვენი ხალხისა და თემების წინააღმდეგ ტერორისტულ საჰაერო თავდასხმებს გააგრძელებს.
მხოლოდ დღეს რუსებმა უკრაინაში ენერგეტიკის ექვს ობიექტზე მიიტანეს იერიში. ქვეყნის მასშტაბით 33 ადამიანი დაშავდა.
სწორედ ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი თავისი სამხედრო მანქანისთვის შემოსავლების ზრდის შესაძლებლობას ხედავს.
ამიტომ რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერება, განსაკუთრებით იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც ბალისტიკური რაკეტებისა და „შაჰედების“ წარმოებაში მონაწილეობენ, სწორი და აუცილებელი სიგნალია, თუ ნამდვილად გვინდა, რომ რუსეთის ომი დასრულდეს.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ძალის მეშვეობით მშვიდობის მიღწევას შესაძლებელს ხდის', - წერს ზელენსკი.