დღეს, 10 თებერვალს, 11:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში გაიმართება შეხვედრა უცხოელ ექსპერტთან, რომელიც დანაშაულის სოციოლოგიური კვლევის შესახებ ქართველ სპეციალისტებს კონსულტაციებს გაუწევს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, მსგავსი კვლევა საქართველოში პირველად ტარდება.
შეხვედრას დაესწრებიან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და კომპანია "გორბის" ხელმძღვანელი მერაბ ფაჩულია.