ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვეგეტერიანელების სქესობრივი ცხოვრება უფრო აქტიური და მდიდარია, ვიდრე ხორცის მოყვარულთა.
ნაშრომის ავტორის, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერის მაიკლ ვასერმანის ვარაუდით, ამის მიზეზი ისაა, რომ მცენარეული წარმოშობის პროდუქტები გავლენას ახდენს ფიტოექსტროგენის დონეზე.
ვასერმანი კოლეგებთან ერთად 11 თვის განმავლობაში აკვირდებოდა მაიმუნების ჯგუფს. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ხშირად მიირთმევდნენ მაიმუნები ესტროგენის მსგავსი ნაერთის შემცვლელობის ხის ფოთლებს, მით მაღალი იყო მათ ორგანიზმში ესტრადიოლის (სქესის ჰორმონი) და კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) კონცენტრაცია. მოცემული ჰორმონის დონის ცვლილებისას ცხოველები ხშირად წყვილდებოდნენ.
ამასთან, ცნობილია, რომ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად მოიხმარენ ხორცს, კვერცხს და რძის პროდუქტებს, შეიძლება გაეზარდოთ ქოლესტერინს დონე. ხოლო სისხლძარღვების ბლოკირება და სისხლის ნაკადის შენელება ინტიმურ სფეროში სასქესო ორგანოებს პრობლემებით ემუქრება.