5 და 6 დეკემბერს, 19:45 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოსკოვის თეატრი "ET CETERA" წარმოადგენს სპექტაკლს "კარგი ადგილი კი მოგინახავთ ძაღლების გამოსაკვებად".
ტარიკ ნიუს პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა რობერტ სტურუამ დადგა. მონაწილეობენ მსახიობები: ალქსანრე კალიაგინი, ნატალია ბლაგიხ, სერგეი დავიდოვი.
სპექტაკლის პრემიერა მოსკოვის თეატრში "ET CETERA" მიმდინარე წლის 25 სექტემბერს შედგა.
შეგახსენებთ, რომ "ET CETERA" ალექსანდრე კალიაგინის ხელმძღვანელობით თბილისს 27 ნოემბერს ეწვია. გასტროლის ფარგლებში თეატრმა რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლები "ქარიშხალი" და "კარგი ადგილი კი მოგინახავთ ძაღლების გამოსაკვებად" რობერტ სტურუას რეჟისორობით წარმოადგინა.