დღეს, 3 დეკემბერს, 19:00 საათზე, "თავისუფალ თეატრში" სპექტაკლის "თამაშით შეპყრობილი" პრემიერა გაიმართება.
პიესის ავტორი ნონა კუპრეიშვილი, რეჟისორი თინათინ ჭაბუკიანი. მონაწილეობენ მსახიობები: თენგიზ წულაია, მაია ლომიძე და თემურ ხუციშვილი.
სპექტაკლი დაიდგა ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით.
"თავისუფალ თეატრში" სპექტაკლის 9 დეკემბერსაც იქნება წარმოდგენილი.