,,ვადასტურებ, რომ არ ვუყურებდი "მე-9 არხს" იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უკმაყოფილო ვიყავი ამ არხის მუშაობით მან ვერ შეიძინა სახე", - განაცხადა ჟურნალისტებთან ,,მაესტროს" პრესკლუბში სტუმრობისას ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ,,მეცხრე არხის" ყოფილი საინფორმაციო ხელმძღვანელის მუშაობით უკმაყოფილი იყო.
,,თამარ რუხაძეს რაც შეეხება, მე არ მომწონდა მისი მუშაობა, პროფესიულად და ბუნებრივია, უკმაყოფილო ვიყავი. ისინი დაახლოებით იგივე სტილში ამონტაჟდებდნენ სიუჟეტებს იდეოლოგიურად, როგორც ის ტელევიზიები, რომელიც სააკშვილის ხელისუფლების მიერ იმართებოდნენ. პოლიტიკურ პროცესში ვიყავი ჩართული და ბუნებრივია ეს არ მომეწონებოდა, თუმცა ჩემი უკმაყოფილების მიუხედავად, ტელეკომპანიის საქმეში არ ჩავრეულვარ", - განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანიაში მიმდiნარე რეორგანიზაციის დროს ,,მეცხრე არხი" რამდენიმე თანამშრომელმა მათ შორის არხის გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა დატოვა.