"საქართველოს ხელისუფლებამ კარგად უნდა ახსნას, რატომ დაუჭირა მხარი პალესტინის სტატუსის ამაღლებას", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტი გია ნოდია საქართველოს მიერ გაეროში პალესტინის სტატუსის ამაღლებისათვის გამოხატული მხარდაჭერის კომენტირებისას. მისი თქმით, ეს ხელისუფლებამ პირველ რიგში საკუთარ საზოგადოებას უნდა გააგებინოს რით არის გამოწვეული პოლიტიკის ასეთი შეცვლა",
"ეს გარკვეული გადახვევაა წინა პოლიტიკიდან, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ კარგად უნდა ახსნას რატომ გააკეთა ეს და რატომ მოახდინა ეს ცვლილება", _ აცხადებს ექსპერტი და ააღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისრაელთან საგანგებო ვალდებულებები არ გააჩნია, მის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ახსნას საჭიროებს.
"მართალია საგანგებო ვალდებულებები ჩვენ არ გვაქვს ისრაელთან, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ პირველ რიგში საკუთარ საზოგადოებას უნდა გააგებინოს რით არის გამოწვეული პოლიტიკის ასეთი შეცვლა", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნოდია და დასძენს, რომ ალბათ საქართველოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება განხილული უნდა იყოს მთლიან კონტექსტში - გააჩნია კონტექსტს, გააჩნია, როგორ არის ეს შეთანხმებული და ა.შ".
პალესტინას გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ. მათ შორის, საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო ცხრამ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელი და აშშ.