სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ალექსანდრე ებრალიძის მიერ დაწესებულ დავით აღმაშენებლის ისტორიულ-ლიტერატურულ პრემიაზე მორიგი კონკურსი 10 თებერვალს გამოცხადდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის საქართველოს ფილიალის თავმჯდომარე ნანა ჭყოიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ებრალიძის მიერ დაწესებულ აღნიშნულ პრემიაზე გამოცხადებულ პირველ კონკურსში გამარჯვებულები 29 იანვარს გამოვლინდნენ. საპრიზო თანხა გაინაწილა სამმა ქართველმა მწერალმა _ ნოდარ წულეისკირმა, რევაზ ამაშუკელმა და ელიზბარ ჯაველიძემ. ლიტერატურულ კონკურსს ჰყავდა კიდევ ცხრა ნომინანტი, I, II, III ადგილებზე გასულებმა 20-20 ათასი ლარი, ხოლო დანარჩენმა ნომინანტებმა 5-5 ათასი ლარი მიიღეს.
ბევრმა ქართველმა მწერალმა ამ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღო და მიზეზად დააახელეს ის, რომ ებრალიძე არის მართული კრემლიდან და თანხის დარიგებით მას ქართული საზოგადოების მოსყიდვის მცდელობა ჰქონდა.