დღეს, 3 დეკემბერს, 13:00 საათზე, თიბისი ბანკის კინოპროექტის "20 წელი / 12 თვე" ფარგლებში თიბისი გალერეა მასინძლობს მსოფლიო კინოს ცოცხალი კლასიკოსის, ყველა დროის ყველაზე ცნობილი უნგრელი კინორეჟისორის, იშტვან საბოს ექსკლუზიურ მასტერკლასს.
მასტერკლასს დაესწრებიან თიბისი ბანკის კინოპროექტში მონაწილე ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები, კინოს სფეროს წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება.
მასტერკლასების თემებია: "მსხვილი პლანის მნიშვნელობა კინოში" და "კითხვები გადაღების დროს".
პროექტის ფარგლებში პირველი მასტერკლასი გუშინ 2 დეკმებრეს გაიმართა.