ადამიანებს ფტო-გენის გარკვეული ნაირსახეობებით, რომლსაც გაჩნია სიმსუქნისადმი მაღალი მიდრეკილება დეპრესიული დაავადებები უფრო ნაკლებად აწუხებთ, ვიდრე მათ, ვისაც შესაბამისი მოდიფიკაცია არ გააჩნიათ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სპეციალისტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მსუქანი ადამიანები უფრო ბედნიერები არიან.
აღნიშნული ინფორმაცია ეწინაღმდეგება ადრე გავრცელებულ მოსაზრებას, რომ სწორედ ზედმეტი კილოგრამები იწვევს ადამიანებში დეპრესიას. ასევე გავრცელებული იყო ვარაუდი იმის თაობაზე, რომ დეპრესიული ადამიანები სწრაფად სუქდებიან და მათი ფიზიკური აქტივობა იკლებს.
მეცნიერები კვლევებზე დაწრდნობით აცხადებენ, რომ 4 დან 10 შემთხვევაში დეპრესია მემკვიდრეობითი ხასიათისაა, თუმცა ამ დრომდე ვერავინ შესძლო დაესახელებინა კონკრეტული გენი, რომელიც პასუხისმგებელია ამ პროცესზე.