ხუთ წლამდე ბავშვების 18% პნევნომიით იღუპება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები მცირეწლოვან ბავშვთა მშობლებს რეკომენდაციას აძლევს, რათა თავიდან იქნეს აცილებული და/ან მინიმუმადე შემცირდეს აღნიშნული ასაკის ბავშვებში პნევმონიით სიკვდილიანობა. რეკომენდაცია საკმაოდ მარტივად გამოიყურება. პროფილაქტიკის არსი ბავშვის ძუძუთი კვებაში მდგომარერობს.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ყველაზე ხშირად პნევმონიით ავადდებიან დაბალი იმუნიტეტის ბავშვები, ხოლო იმუნური სისტემის შეფერხებას არასაკმარისი ან არასათანადო კვება იწვევს.
ბავშვებს, რომლებსაც პირველივე დღიდან ხელოვურად კვებავენ დაავადების მაღალი რისკის მატარებლები არიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის სპეციალისტები პნევმონიის პროფილაქტიკისთვის ასევე მოითხოვენ ვაქცინაციას და პირადი ჰიგიენის დაცვას.