რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ყველას ახსენებს, თუ რით სრულდება მცდელობების გამოიყენო ძალა გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით და შეშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგი სახელმწიფო ლიბიის მოდელის პრეცედენტად ქცევას ცდილობს.
"მსოფლიოს პრობლემების გადაწყვეტა ძალით, როგორც ამას აშშ აკეთებს, არ ამართლებს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა შიდა და თავდაცვითი პოლიტიკის საბჭოს ასამბლეის სხდომაზე და აღნიშნავს, რომ "დემოკრატიის ცეცხლითა და მახვილით გავრცელება არ ამართლებს".
ეს ლავროვის თქმით, კარგად ჩანს ერაყისა და სხვა ქვეყნების მაგალითზე.
"არავინ ბოლომდე არ იცის თუ რა იქნება ახლო აღმოსავლეთში", _ აცხადებს ლავროვი და აღნიშნავს, რომ ეს მათ შორის სირიასაც ეხება.
მსოფლიო წესრიგზე საუბრისას ლავროვი აღნიშნავს, რომ ყველა წესი, რომელიც ახლა გამოიყენება მსოფლიო პოლიტიკაში ახლა არ იმოქმედებს მომავალში.
"მოსალოდნელია, რომ უახლოესი 20 წლის განმავლობაში სხვა მსოფლიო წესრიგი დამყარდეს",_ აცხადებს ლავროვი.