გოგა ხაჩიძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით საყვარელიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში დიქტატურის რეჟიმის იწყება.
"ივანიშვილის რეჟიმის პოლიციური ვანდალიზმი გრძელდება. ამეღამ, დილის 6 საათზე, პარლამენტის წევრის, ჩვენი ფრაქციის წევრის გოგა ხაჩიძის მშობლების ოჯახში შევარდა 15 მდე პოლიციის თანამშრომელი. როგორც გავარკვიეთ ისინი ეძებდნენ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, ვერ აღმოაჩინეს კისტის თოფის მეტი ვერაფერი, რის გამოც იყვნენ ძალიან ცინიკურები და აგრესიულები ოჯახის წევრების მიმართ და ყოველგვარი ორდერისა და ჩხრეკის დადგენილების გარეშე ჩაატარეს ასეთი უკანონო და გაუგონარი ოპერაცია პარლამენტის წევრის, მისი მშობლების დაშინების მიზნით.
ამას სხვა არაფერი არ ქვია თუ არა ივანიშვილისა და მისი რეჟიმის დიქტატურა და ტერორის დასაწყისი რის გამოც ნამდვილად მოლოცვა გვინდა გადავცეთ ბატონ ივანიშვილს. ეს არის ასევე ძალიან გამჭვირვალე დიქტატურის რეჟიმის დასაწყისი საქართველოში", _ აცხადებს დავით საყვარელიძე.