საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ მთავარი სცენარისტი ყოველიმი იმისა, რაც შს სამინისტრომ გააკეთა - ბიძინა ივანიშვილია და სწორედ მასთან შეთანხმებით დაიდგა აბსურდული სპექტაკლი ვანი მერაბიშვილთან დაკავშირებით.
" ჩვენ ვიცით იმ განცხადების თაობაზე რომელიც გაავრცელა შს სამინისტრომ. მათ თქვეს, რომ ვანო მერაბიშვილი აპირებდა ყალბი პასპორტით გასვლას. იმისთვის რომ არ შეეფერხებინათ პრეზიდენტის დელეგაცია, მას გასვლისას არ დაუსვეს კითხვები და სემდეგ მათ განაცხადეს, რომ ვანო მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტით დატოვა აეროპორტის ტერიტორია და ამიტომ ისევ არ დაუწვეს კითხვები.
მე მინდა გითხრათ, რომ მე გახლდით იქ და ეს განცხადება არის სრული აბსურდი და ტყუილი. ვანო მერაბიშვილი ტრაპიდან ჩამოვიდა, სასაზღვრო კონტროლამდე მთელი მანძილი გაიარა ფეხით და სემდეგ ასევე თავისი მანქანით და არა პრეზიდენრის ესკორტით დატოვა აეროპორტის ტერიტორია. არც ერთი კითხვა მისთვის წუხელ არ დაუსვამთ", _ აცხადებს ნადირაშვილი.
მისივე თქმით, შს სამინისტროს მთელი თავისი კამერები აეროპორტში ჰყავდა მობილიზებული და პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ამ კადრების ამოღებას მოითხოვს.
"ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამოიღონ ის მასალა. იქ გადაღებულია, რომ ვანო მერაბიშვილს პრეზიდენტის ესკორტით არ დაუტოვებია აეროპორტის ტერიტორია და მისთვის შეკითხვები არავის არ დაუსვამს.
ჩვენი ვარაუდით, ეს დრო სჭირდებოდა შს სამნინისტროს იმისთვის, რომ კარგად დაედგა აბსურდის თეატრი და რაც ყველაზე მთავარია, ამ თეატრის ეს სცენარი შეეთანხმებინა მთავარ სცენარისტთან ბიძინა ივანიშვილთან. როგორც ჩანს მათ ეს სცენარი შეათანხმეს და დღეს მივიღეთ სწორედ ის განცხადება რომლის თაობაზეც ყველამ იცით.
ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა, სწორედ მისი სცენარით მიმდინარეობს პოლიტიკური დაჭერები და დევნა "ნაციონალური მოძრაობის" და როდესაც ისინი საუბრობენ, რომ ეს არ არის შერჩევითი სამართალი მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი აზრით ეს არის სწორედ შერჩევითი სამართალი, როდესაც ცურტაველის ენით მოლაპარაკე იუსტიციის მინისტრი აკეთებს იმას, რომ ენის მოჩლექით ელაპარაკება ლევან გაჩეჩილაძის შვილს და მას "პატარა გრეჩიხას?" უწოდებს და მეორეს მხრივ გამოდიან ისეთი აბსურდული ბრალდებით, როგორიც არის, რომ ვანო მერაბიშვილმა გადაკვეთა ყალბი პასპორტით საქართველოს ტერიტორია", _ აცხადებს ნადურაშვილი და ყოველივე მომხდარს "ანგარიშსწორების მორიგ ტალღას" უწოდებს.
"ჩვენ ვთვლით, რომ იმის გამო, რომ ეს არის ანგარიშსწორების მორგი ტალღა და მე მინდა გითხრათ, რომ მე გახლდით სწორედ აეროპორტში ღამე როდესაც ეს ამბები მოხდა და იქ იყო მობილიზებული მთელი სპეცრაზმი და მთელს ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა შევარდნაძის დროინდელი და ახლანდელი ჩინოვნიკიც ალეკო ტაბატაძე და სწორედ ღამის სამ საათამდე გრძელდებოდა ის რომ მათ პრობლემები შეუქმნეს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურსაც", _ აცხადებს უმცირესობის წარმომადგენელი.