აშშ გააგრძელებს რუსეთთან ურთიერთქმედებას, მაგრამ გარკვეულ ჩარჩოებში. ეს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში 2013 წლის საშინაო პოლიტიკის ტენდენციებისადმი მიძღვნილ ფორუმზე გააკეთა.
"ჩვენ უნდა გავაფართოოთ ჩვენი ურთიერთქმედება რუსეთთან, თან იმისი ნათელი გაცნობიერებით, თუ სად გადის ზღვარი, რომელსაც ჩვენ ვერ გადავაბიჯებთ", _ განაცხადა კლინტონმა და იქვე აღნიშნა, რომ მართალია რუსეთჳ და აშშ გარკვეულ საკითხებში თანამშრომლობენ, მაგრამ მათ შორის რჩება უთანხმოება ისეთ საკითხებზე როგორებიცაა სირია, ჰაეროსაწინააღმდეგო თავდაცვა, ნატოს გაფართოება, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.
"ამიტომაც ჩვენ მომავალში ჭკვიანური და დაბალანსებული მიდგომებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ",_ დასძინა კლინტონმა.