რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენა არის ამოცანა, რომელსაც რამდენიმე შემადგენელი ნაწილი აქვს. მათი ნაწილის შესრულება საქართველოს შეუძლია, ნაწილის კი - არა. განცხადება ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ნეილ მაკფარლეინმა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, რომელიც ერევანში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, საქართველოში შეიძლება ნატოში გაწევრიანების პროცესი ცოტა შეაფერხონ ხოლო სამაგიეროდ აფხაზეთის გავლით რკინიგზა გახსნან.
"საქართველოს ხელისუფლების წინაშე ორი ამოცანა დგას - ერთის მხრივ ისინი დასავლეთზე არიან ორიენტირებულნი, მეორეს მხრივ კი დღის წესრიგში რუსეთთან ურთიერთობების რეანიმირების საკითხი დგას. თუმცა მეორე ამოცანის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას პრობლემები ექმნება და ამ ამოცანის შესრულება შეუძლებელი ხდება", _ აცხადებს პროფესორი.
რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, პროფესორის აზრით, საქართველოში კარგად ესმით, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანისის ყველა ქვეყანას როდი სურს საქართველოს ხილვა ამ სტრუქტურაში.
"რუსეთმა კი ახლა პასუხი უნდა გასცეს კითხვას სურს თუ არა მას საქართველოსთან ამ თამაშის თამაში. უპირველეს ყოვლისა, ეს არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განახლების შესაძლებლობა: საქართველო ცდილობს კარგი ურთიერთობები ჰქონდეს სომხეთთან , აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ლავირებს მათ შორის, თუმცა ამ კონფლიქტის ესკალაცია ამ შესაძლებლობას ზალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. მეორე - ეს არის ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება. ეს ააფეთქებს სიტუაციას რეგიონში. მეტიც, საქართველოში შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა მათი ტერიტორია ირანთან საზღვრის გარღვევისათვის გამოიყენოს",_ აცხადებს ნეილ მაკფარლეინი და აღნიშნავს, რომ ამას გარდა, ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში რუსეთი საქართველოზე ზეწოლას განახორციელებს იმისათვის რათა სომხეთში სამხედრო ტრანზიტის მოცულობა გაზარდოს.
მასალის გამოყენების პირობები