აქტივისტ თამარ ჭუმბურიძეს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.
სამოქალაქო აქტივისტს სახელმწიფო ბრალდება გზის გადაკეტვას ედავებოდა.
"ძალიან ბუნებრივად მიმაჩნია ივანიშვილის მიერ ქვეყნისთვის ევროკავშირისკენ გზის ხელოვნურად გადაკეტვის გაპროტესტება რუსთაველზე, იმ შემთხვევაშიც თუ თქვენ თვლით, რომ არასაკმარისი ხალხი იყო ამისთვის, უფრო ხელოვნური იქნებოდა თუ ამაზე პროტესტი არ გვექნებოდა.
თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს. არ აქვს მნიშვნელობა სასჯელს, პირობას გაძლევთ პროკურორო ისევ აქტიურად გავაგრძელებ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს, - მედიის ცნობით, თქვა თამარ ჭუმბურიძემ პროცესზე.
თამარ ჭუმბურიძე პოლიციელებმა დღეს დააკავეს.