ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, თეო ფრანკენმა, განაცხადა, რომ ნატო „მოსკოვს მიწასთან გაასწორებს“, თუ რუსეთი ბრიუსელზე სარაკეტო თავდასხმას განახორციელებს.
ამის შესახებ მან De Morgen-თან ინტერვიუში განაცხადა. იუწყება The Brussels Times.
ჟურნალისტმა მინისტრს ჰკითხა, შიშობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ბრიუსელზე სარაკეტო იერიშს მიიტანს.
„არა, [არ მეშინია], რადგან ამ შემთხვევაში ის ნატო-ს გულს დაარტყამს. ამის შემდეგ ჩვენ მოსკოვს მიწასთან გავასწორებდით“, - თქვა ფრანკენმა.
მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ნატო-ს რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიცავს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის შესახებ ხელშეკრულების მუხლს.
მისი აზრით, პუტინი ვერ გაბედავს ნატო-ს ქვეყნებზე პირდაპირი თავდასხმას.
„მე უფრო „ნაცრისფერი ზონის“ სცენარების განხილვისკენ ვიხრები: პატარა მწვანე კაცუნები ესტონეთის რუსულენოვან უმცირესობას „ნაცისტური რეჟიმის“ წინააღმდეგ განაწყობენ. ვიდრე გაიაზრებთ, ისინი ესტონეთის ნაწილის ანექსირებას მოახდენენ“, - თქვა მან.