არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ არავითარ ნატოში საქართველო არ შევა არც დღეს და არც ხილულ მომავალში და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუზე ხომ საერთოდ საუბარიც არ ღირს. აცხადებს ჟურნალ "რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში" მთავარი რედაქტორი ფიოდორ ლუკიანოვი.
მისივე თქმით, მოსკოვი სულაც არ მიიჩნევს, რომ მან საქართველოს მიმართულებით რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას.
"მეტიც, მას არც არაფერი აღარ უნდა. თუ საქართველოს უნდა - ჰქონდეს მცდელობები და სულაც არ არის გამორიცხული, რომ პასუხი დადებითი იყო, მაგრამ იგი რეჟიმში - აი ჩვენი ნაბიჯი და აი თქვენი - არ იქნება.
დანიშნეს სპეციალური წარმომადგენელი?! - ძალიან კარგი - ახლა ვნახავთ თუ რას გააკეთებს ის", _ აცხადებს ლუკიანოვი და აღნიშნავს, რომ საქართველოში ჰგონიათ, რომ აი ჩვენ ნაბიჯი გადავდგით და ახლა რუსეთის ჯერია რომ მან საპასუხო ნაბიჯი გადადგას - ამას, სამწუხაროდ - ვერ ეღირსებიან.
"აი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი კი სალაპარაკო თემა - საერთოდ არ არის. ამიტომაც ეს თემა ეგრევე ფრჩხილებიდან უნდა გამოიტანო, ეცადო ყოველ შემთხვევაში.
ხოლო რაც შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას - სავსებით გასაგებია, რომ არავის ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ არავითარ ნატოში საქართველო არ შევა არც დღეს და არც ხილულ მომავალში", _ აცხადებს ლუკიანოვი.