სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ გლდანის გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულება მოინახულა.
მინისტრი მსჯავრდებულთა პირობებსა და დაწესებულებებში მოქმედ პროგრამებს გაეცნო, დაათვალიერა პირველადი ჯანდაცვის პუნქტი, კვების ბლოკი, საკნები, ბიბლიოთეკა და სხვა ობიექტები.
ხათუნა კალმახელიძის ინიციატივით, პენიტენციალური სისტემის გამჭვირვალედ ფუნქციონირებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, რიგ ღონისძიებებში ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ჩაერთვებიან.
მინისტრთან ერთად გლდანში მსჯავრდებულთა პირობებს ვეტერანი ფეხბურთელი ოთარ გაბელია გაეცნო. ცნობილი სპორტსმენის განცხადებით, ის მიესალმება მინისტრის ამგვარ ინიციატივას. ოთარ გაბელიას თქმით, საპატიმროში არსებული მდგომარეობა და ის პირობები, რომელშიც მსჯავრდებულებს უწევთ ცხოვრება, უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება.