,,კრიმინოგენური მგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა მთავრობის სხდომიოს დასრულების შემდეგ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიცია სრული დატვირთვით მუშაობას.
"შეიძლება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტები გაიზარდა, მაგრამ ამას ობიექტური მიზეზები აქვს. მთავრობის გადაბარების პროცესი, როცა დაიწყო ოქტომბერში ჩვენ სამი კვირის განმავლობაში სამინისტროში შემოსვლა ვერ შევძელით, ეს ის პერიოდია, როცა პოლიცია აბსოლუტურად დემორალიზებული იყო, ინსტრუქციას არ ღებულობდენ მოქმედი თანამშრომლებისგან, რამაც გარკვეული ვაკუომი გამოიწვია", _ განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ შსს საკადრო ცვლილებეი დასრულდა.
მისივე განცხადებით, პოლიტიკური ოპონენტები ამ საკითხის სპეკულაციას ახდენენ.
,,პოლიტიკური ოპონენტები სამწუხაროდ, ხშირად მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. Aამიტომ მინდა მოვუწოდო მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდონ ქვეყნის უსაფრთოებასთან დაკავშირებულ სკითხებს", _ განაცხადა ღარიბაშვილმა.