ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპტარტამენტი დასუფთავების სამსახურში ორი დღის წინ აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შევიდა, - განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ფინსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
მისი თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულება შეამოწმოს ყველა ორგანიზაცია თუ როგორ იხდიან გადასახადებს.
"ფინანსთა სამინისტრო დაკავებულია იმით, რომ შეამოწმოს ორგანიზაციები თუ როგორ იხდიან გადასახადებს და რამდენად არიან ბიუჯეტთან პირნათელები. საკითხის პოლიტიზირება არანაირად არ ხდება და არც ერთ ორგანიზაციაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურების შესვლა მათი მუშოაბის შეფერხებას არ გამოიწვევს ", - განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ დასუფთავების სამსახურში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. არაგეგმიური შემოწმება დასუფთავების სამსახურის სამივე ოფისში მიმდინარეობს. საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები დოკუმენტაციას ეცნობიან. შემოწმება მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილის #67-ში, ბელიაშვილისა და ტერენტი გრანელის ქუჩებზე არსებულ დასუფთავების სამსახურის ოფისებში.