გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის მორიგი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
შეხვედრაში მონაწილეობენ ქართული, რუსული, ევროკავშირის და გაეროს მხარეები, ასევე აფხაზი სეპარატისტები.
აღნიშნულ შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ ფართოდ იყო წარმოდგენილი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის მიერ მომზადებული სახელმწიფო სტრატეგიი ის ნაწილი, რომელიც ადგილობრივებისთვის გადაადგილების გამარტივებასა და რეგულარული სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენას გულისხმობს.
შეგახსნებთ, რომ ბოლოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ხუთმხრივი შეხვედრა გალში 20 იანვარს გაიმართა.