ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი საერთაშორისო წითელი ჯვრის ცხინვალის ოფისის წარმომადგენელს ჯილ ხანსულს შეხვდა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ბორის ჩოჩიევის ინფორმაციით შეხვედრაზე ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები განიხილეს, რომელიც "სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლო დაკარგულ მოქალაქეებს ეხება".
"ჟენევაში შეხვედრა საერთაშორისო წითელი ჯვრის ინიციტივით თებერვალში ცატარდება და იგი სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეებს ეხება. დღეს ჩვენ ამ შეხვედრის ჩატარების თარიღი განვიხილეთ და შევათანხმეთ", _ განაცხადა ბორის ჩოჩიევმა.