უკრაინის ცესკო - ს წინ 1.500-მდე იანუკოვიჩის მომხრეა შეკრებილი. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონების პარტიის წევრებმა და ამომრჩევლებმა ცესკო-წინ შეკრება დილიდან დაიწყეს. მოედანზე შეკრებილი მომიტინგეები მუსიკას უსმენენ, ცეკვავენ და ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევენ. იანუკოვიჩის მომხრეები თავიანთი ხმების დაცვას ბოლომდე აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს მონაცემებით, ვიკტორ იანუკოვიჩი, იულია ტიომოშენკოს 3,47%-ით უსწრებს.