სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს დღეიდან მედიკამენტები უფასოდ დაურიგდებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, სოციალურ პროგრამაში ის ადამიანები მოხვდნენ, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათას არ აჭარბებს.
ამასთან, კვიტაშვილის თქმით, წამლებს უფასოდ სულ 170 ათასი მოქალაქე მიიღებს.
სოციალურ პროგრამაში მოხვედრილებმა საგაზღვევო კომპანია საკუთარი სურვილი მიხედვით უნდა აირჩიონ.
ვაუჩერების გაცემა დღეს დაიწყო და 20 მარტამდე გაგრძელდება.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვაუჩერების დარიგების პროცესში სადაზღვევო კომპანიებს, პოლიკლინიკებს, ამბულატორიებს, სოფლის ექიმებს შორის გარკვეული გარიგება ხდება", რაც კვიტაშვილმა მკაცრად დაგმო და შესაბამისი პირები კატეგორიულად გააფრთხილა, მსგავსი ქმედების განმეორება აღარ დაუშვან.