დღეს, 9 თებერვალს, სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრთა კაბინეტი 36 საკითხს განიხილავს, მათ შორის განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 2010 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავს.
გარდა ამისა, მთავრობა ტრანსპორტის სავალდებულო დაზღვევის გაუქმების შესახებაც იმსჯელებს. სხდომაზე ასევე დაგეგმილია ტყის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხის ინიცირება.
სხდომა სახელმწიფო კანცელარიაში 13:00 საათზე დაიწყება.