დღევანდელი სასამართლო პროცესის მიუხედავად, დაიწყება, თუ გადაიდება საერთოდ ირაკლი ოქრუაშვილი დარჩება პატიმრობაში, რადგან მას ერთ საქმეზე უკვე მისჯილი აქვს განაჩენი და თავისუფლების აღკვეთა 11 წლით", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.
მისივე განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
,,საქართველოში როცა მოდიოდა ის ამას აცნობიერებდა, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო მას პატიმრობაში ყოფნა მაინც მოუწევს, მაგრამ ერთადერთი მოტივი მისი დაბრუნების პირველი ის იყო, რომ მიუხედავდა იმისა, რომ მას პოლიტიკური თავშესაფარი აქვს, სხვა ქვეყანაში ცხოვრებას არ აპირებს და მეორე _ ქვეყანაში შექმნილმა ცვლილებებმა გააჩინა იმედი სამართლიანი სასამართლოს და ირაკლი ოქრუაშვილი აპირებს თავისი სიმართლის დამტკიცებას", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ. ზვიად კორძაძე: ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დარჩება
შეგახსენებთ, რომ "ქართული პარტიის" პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია (მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა) დღეს 16:00 სააათზე განიხილავს ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის საქმეს და ოქრუაშვილი დაბრუნდა, რათა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და აღნიშნულ სხდომას დაესწროს.