ოქრუაშვილი პოლიტიკური დევნილია, თუმცა არ ნიშნავს რომ ყველა სავარაუდო ბრალდებასთან დაკავშირებით უდანაშაულოა,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ფაქტზე ნამსჯელი აქვს გერმანიის და საფრანგეთის სასამართლოებს, რომლებმაც იგი თავის დროზე ლტოლვილის სტატუსით აღჭურვეს.
"ვუერთდები პოზიციას, რომ ოქრუაშვილი "ნაციონალური ხელისუფლების" მიერ პოლიტიკური ნიშნით დევნილი იყო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ავტომატურად ყველა სავარაუდო ბრალდებასთან დაკავშირებით უდანაშაულოა. ამას სჭირდება გამოძიება. არსებობს არაერთი სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ორგანიზებასთან დაკავშირებული ბრალდება 2011 წლის მაისის მოვლენების წინ. დაგვხვდა ბევრი ეპიზოდი, როგორც სისხლის სამართლებრივი მემკვიდრეობა. ოქრუაშვილის დაბრუნების მიზანი ვფიქრობ არის, რომ მან აქ ამტკიცოს საკუთარი სიმართლე", - აღნიშნა წულუკიანმა.