,,მე მაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტულად დაკავებული თენგიზ გუნავა იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ", _განაცხადა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა დაკავება, რომელიც ბოლო დროს განხორციელდა კანონიერი იყო.
,,ყველა დაკავება აბსოლუტურად კანონიერია და სამართლიანი იყო. არცერთი დაკავება უსამართლო არ ყოფილა. Eეს არის ჩემი პოზიცია. კიდევ ვიმეორებ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად სამართლიანი და კანონიერები. Kკანონს არ დავარღვევთ პირიქით, მაქსიმალურად ვცდილობთ აღმოვფხვრათ ის უსამართლობა, რაც დამკვიდრებული იყო ცხრა წლის განმავლობაში", _განაცადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სამართალდამცავებმა რამდენიმე მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს.