,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ 185-კაციან პოლიტპატიმრის სიას "შინაურულს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ სიაში ბევრი კრიმინალი მოხვდა.
,,ეს არის შინაურ პატიმართა ნუსხა ანუ თუ ვინმეს გაახსენდა შინაური, ახლობელი, მამაკაცი, დაქალი, რომელსაც ჩადენილი აქვს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ეს არის ჯაშუშობა, ტერორიზმი, კაცის კვლა, დამთავრებული თაღლითობით. ნებისმიერ პატიმარს იხილავთ აქ, რომელსაც აკერებული აქვს პოლიტიკური სარჩული, თუმცა ეს არის შინაურ პატიმართა ნუსახა, რომელსაც უმრავლესობა მალე სასჯელაღსრულების კარს გაუღებს", _განცხადა დავით საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პოლიტპატიმრების 185 კაციანი სია წარდგინეს.