,,ბაჩო ახალაიას წმინდანთან შედარება მკრეხელობაა", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ისტორიკოსმა, აკადემიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემ ბაჩანა ახალაიას ცოტნე დადიანთან შედარების საპასუხოდ და აღნიშნა, რომ თავდაცვისა და შსს ყოფილი მინისტრის ავკარგიანობა სასამართლომ უნდა დაადგინოს.
,,ჯერ უნდა იყოს სასამართლო გაირკვეს რა დანაშაული აქვს ბაჩო ახალაიას თუ კარგის მეტი არაფერი უკეთებია სხვა საქმეა, მაგრამ ამისთვის საჭიროა სასამართლოს დადგენილება. ჭორების დონეზე რაც ვიცით ბაჩო ახალაიაზე კარგს ვერაფერს ვერ ვიტყვით", -განაცხადა მარიკა ლორთქიფანიძემ.
მისივე განცხადებით, ბაჩანა ახალაიას შედარება ცოტნე დადიანთან მკრეხელობაა.
,,როგორ შეიძლება წმინდანთან შედარება, ეს მკრეხელობაა. საქართველოს ისტორიისთვის ცოტნე დადიანი საუკუნეების ფიგურაა და მასზე ხელაღებით თქმა ვინ გაიგონა. სამწუხაროდ, სვიმონ მასხარაშვილს ჩვენი ისტორიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და ამას ზოგი ასე გამოიყენებს, ზოგი ისე", _განაცხადა სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ისტორიკოსმა მარიკა ლორთქიფანიძემ.
შეგახსნებთ, რომ ისტორიკოსმა სვიმონ მასხარაშვილმა ბაჩო ახალიას ცოტნე დადიანი და სხვებისთვის ზნეობრივი მაგალითი უწოდა.