,,ისრაელი მზად უნდა იყოს პროცესების ნებისმიერი განვითარებისთვის", -
განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ინტერვიუში საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იუვალ ფუქსმა , რომელიც ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავს.
,,საერთაშორისო თანამეგობრობას ესმის, რომ ისრაელი ვალდებულია თავი დაიცვას და მრავალ ქვეყანას და არა მარტო ამერიკას, გერმანიას, ბევრი ქვეყანა ემხრობა ისრაელს და ესმის მიზეზები და მიზნები იმ ოპერაციის, რომელსაც ისრაელი ახორციელებს. ამ ოპერაციის მიზანია ისრაელის სამხრეთ ნაწილში და არა მხოლოდ სამხრეთ ნაწილში უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაბრუნება. ამას გარდა ოპერაციის მიზანია ჰამასის ინფრასტრუქტურის შესუსტება, რომლითაც ის ახერხებს მოცემულ მომენტშიც კი ისრაელის ქალაქების დაბომბვას. ...ისრაელმა გაიწვია რეზერვისტები, მაგრამ იქნება თუ არა სახმელეთო ოპერაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ისრაელი მზად უნდა იყოს პროცესების ნებისმიერი განვითარებისთვის", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში იუვალ ფუქსმა.
შეგახსენებთ, რომ უკვე ხუთი დღეა, რაც ღაზას სექტორში ვითარება უკიდურესად მძიმეა.