,,მაღალი თანამდებობის პირების დაკავება არ შეიძლება ისტერიის მიზეზი იყოს', -განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ადამიანები, რომელებიც დანაშაულს ჩადიოდნენ მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსები იყვნენ.
,,ყოველი დაკავება ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის, თუ თანამდებობაზე მყოფი პირის არ შეიძლება მორიგი ისტერიის მიზეზი იყოს, თითქოს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რადგან ის ხალხი, რომელიც დანაშაულს ჩადიოდა პოლიტიკური თანამდებობები ეკავა", -განაცხადა უსუფაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა პირი ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აგებს.
,,ყველა ვინც დაკავებებს, სერიოზულ სკანდალადა და მოულოდნელობად აქცევს მინდა შევახსენო ყველას ქართველმა ხალხმა რაღაცის გამო უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს. Eეს რაღაც მხოლოდ სოციალური გასაჭირი არ ყოფილა, ეს იყო დამკვიდრებული უსამართლობა, უკანონობა, თანამდებობის პირების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, საკუთრების ჩამორთმევა, ადამიანების ციხეებში გამომწყვდევა, ქუჩაში დახვრეტა, _ ამ ამბების ჩადენისთვის უთხრა უარი ქართველმა ხალხმა, სააკაშვილსა და მის გუნდს", _ განაცხადა უსუფაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი მზად უნდა იყვნენ, რომ ყველა პრობლემა რომელიც მათ უკავშირდებათ გამოძიებული იქნება და დამნაშავეებს ჩადენილისთვის პასუხისგება მოუწევთ.
,,ამიტომ გაუგონარი, ნუ იქნება ნურავისთვის, რომ შესაძლოა, ხვალ, ან ზეგ მარალი თანამდებობის პირები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ", -განაცხადა უსუფაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ უდანაშაულო ადამიანები ციხეში ისხდნენ", _განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა სხვადასხვა ბრალდებით მაღალი თანამდებობის ყოფილი და მოქმედი პირები დააკავეს.