პარლამენტი ლეიბორისტების საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას იწყებს. დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საკომიტეტო განხილვები დღის წესრიგში ჩასვვეს შალვა ნათელაშვილის, გიორგი გუგავას, სოსო შატბერაშვილისა და კახა ძაგანიას საკანონმდებლო ინიციატივები.
ლეიბორისტებს სამი სხვადასხვა კანონი ერთ პაკეტად ჰქონდათ წარმოდგენილი, მაგრამ ბიურომ ამ ხარვეზის გამო ინიციატივა მაინც არ დაიწუნა. ამიტომ ბიუროზევე მიიღო გადაწყვეტილება, პაკეტი დაეშალა და სხვადასხვა თემაზე არსებული ინიციატივების განხილვა შესაბამისი კომიტეტებისთვის დაევალებინა.
ლეიბორისტებმა პარლამენტს ერთ პაკეტად წარუმოდგინეს საგადასახადო კოდექსში სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონი და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხები. ბიურომ პაკეტი დაშალა და აღნიშნულ ინიციატივებს ცალ-ცალკე განიხილავს.